21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
TV პირველის მფლობელი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით ხვალ მისცემს

ვატო წერეთელი ჩვენებას სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ მისცემს. TV "პირველის" მფლობელი დაკითხვაზე პროკურატურამ დაიბარა, თუმცა წერეთელმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

დიდი ალბათობით ვატო წერეთელთან გამომძიებლებს კითხვები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. თიბისის დამფუძნებლებთან ერთად ათი წლის წინანდელ ფინანსურ ოპერაციაში, რომლის გამოძიებაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, TV "პირველის"  100- პროცენტიანი წილის მფლობელიც ფიგურირებს.

ოპოზიცია ვატო წერეთლის დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ​ზეწოლად და წინასაარჩევნოდ მედია სივრცის მოსუფთავების გაგრძელებად მიიჩნევს.

დღის ამბები