19 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი იდეოლოგია, ოსი ხალხის გაერთიანება და განვითარება რუსეთის შემადგენლობაში - ბიბილოვი 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი კვლავ საქართველოს ამ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსი ხალხისთვის ისტორიული სამართლიანობა იქნება თუ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება.

,,უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი იდეოლოგია - ოსი ხალხის გაერთიანება და ამ ერთიანი ეთნოსის განვითარება რუსეთის შემადგენლობაში""- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

გარდა ამისა ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსული მხარის დახმარებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში, შესაძლოა მათი დამოუკიდებლობა გაეროს წევრმა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიაროს.

დღის ამბები