20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო" - დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ენმ-ს ლიდერებმა მიაგეს

11 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა, კრემლმა, პუტინმა, ომი გაცილებით ადრე დაიწყო. 1 აგვისტოს სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული. უკვე განადგურებული იყო ქართული სოფლები ნული და ავნევი. უკვე დაძრული იყო დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა. ამ სამარცხვინო სამხედრო ტერორისტულმა აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული ჩვენი საამაყო მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთს კი ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის რომ საქართველოში ბომბები არ ცვივა, არ ნიშნავს, რომ ომი დასრულებულია. მისი თქმით,ომი დასრულდება მაშინ, როცა მოხდება სრული დეოკუპაცია. 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა, ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ამავე თემაზე
დღის ამბები