20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება კრემლის სამსახურში - "ოცნება" ცდილობს დაამტკიცოს, რომ ომი 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს დაიყო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობა, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთვის აღნიშვნის 8 აგვისტოს გადატანის შესახებ -  8 აგვისტო ომის დაწყების რუსული ვერსიაა, სინამდვილეში, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალები სრული მასშტაბით უკვე 7 აგვიტოს იმყოფებოდნენ.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს.

გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ივანიშვილის გუნდს პირდაპირ უთხრეს, რომ როცა ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ისინი პუტინის პოზიციებს იზიარებენ და რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებიან. წერილში არასამთავრობოები პირდაპირ წერენ, რომ მკაცრად გმობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს.

ხელისუფლების რიტორიკა თანხვედრაშია რუსულ რიტორიკასთან - ასე ფიქრობენ ის ადამიანებიც, რომელთა თვალწინ 2008 წლის ომმა ჩაიარა.

ტალიავინის დასკვნის მიხედვით, რუსული სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე ცხინვალის რეგიონში უკვე შემოსული იყვნენ რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც არ სარგებლობდნენ სამშვიდობო ძალების მანდატით. 2008 წლის მაისში, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების დანაყოფი შეიყვანა, ჯამში კი 2500 კაციანი ბაზა მოაწყო.

ის, რომ ომს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა, ეს პუტინმაც არაერთხელ აღიარა და თქვა, რომ 2006 წელს, მისი დამტკიცებულია გეგმა, როგორ უნა დაეწყოთ ომი.

„გეგმა მომზადებული იყო გენერალური შტაბის მიერ, სადღაც 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ის ჩემს მიერ იყო დამტკიცებული, შეთანხმებული. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში მიმდინარეობდა სამხრეთ-ოსეთის მებრძოლების მომზადებაც" - ამბობდა ვლადიმერ პუტინი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები