20 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
"გადადგეს სისხლიანი ღამის ავტორი გიორგი გახარია!" - რუსთაველზე პროტესტის 53-ე დღისთვის ემზადებიან 

პროტესტის 53-ე დღე - რუსთაველის გამზირზე კვირის ტრადიციული ფლი მარკეტისთვის ემზადებიან. გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხის ნაწილი, სიმბოლური 20 პროცენტი - აქციის ორგანიზებას მოხმარდება.

პროტესტი დედაქალაქის ცენტრში საზაფხულო რეჟიმში 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, აქციების დაწყებიდან ზუსტად სამი თვის თავზე კვლავ მასობრივი გამოსვლები დაიწყება. ერთადერთი მოთხოვნა უცვლელია - "გადადგეს სისხლიანი ღამის ავტორი გიორგი გახარია!"

„ველოდებით ძალიან აქტიურად ტვ „პირველი“ ქეისს და ველოდებით გვარამიას პროცესს, იმიტომ, რომ ბიზნესის ტერორის, ოპოზიციური ტელევიზიების ტერორის ფონზე, ჩვენი აქციაც ტრანსფორმირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ გავჩერდებით,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგია მაქარაშვილმა.

დღის ამბები