20 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
20-21 ივნისის საქმე - მკვლევარი და ზოოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან თავისუფალია 

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მკვლევარი და ზოოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

საქალაქო სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5000- ლარიანი გირაოთი შეუცვალა. შედეგად  მეცნიერი, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, წარდგენილ ბრალდებას ის არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები