04 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია უშბაზე - დაშავებულები არიან ტურისტები

უშბაზე უცხოელი ტურისტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაშველო ოპერაციისთვის ვერტმფრენი სვანეთის მიმართულებით უკვე გაგზავნა.

"კურიერის" ინფორმაციით, უშბაზე სულ ორი ტურისტი იმყოფებოდა მათგან ერთია დაშავებული. მისი გადმოყვანა თბილისში, სავარაუდოდ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოხდება.

ბოლო ინფორმაციას და ვიდეო მასალის გავრცელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგვიანებით გეგმავს.

დღის ამბები