ბრალის წარდგენიდან მე-20 დღეს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ბიზნესმენი პოლიტიკურ ბრძოლას სექტემბრიდან დაიწყებს.
„ღირსეული საქართველოსთვის“ - ასე ერქმევა მოძრაობას, რომლის წევრებიც ხაზარაძის გარშემო გაერთიანდებიან. პოლიტიკაში წასვლამდე ბიზნესმენმა ივანიშვილის გუნდი რეპრესიებში და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. არაფორმალური მმართველობა, ხაზარაძის აზრით, ქვეყანის განვითარებას ძირს უთხრის.
უარის წარსულის კრიტიკას და მოძრაობა მომავლისკენ - ხაზარაძის განცხადებით, ეს არის გზა ღირსეული საქართველოსკენ. მოძრაობის მიზნებიდან ხაზარაძე მთავარ საკითხებად, ეკონომიკის გაჯანსაღებას, სამართლიანი ქვეყანას და დასავლურ ორბიტაზე ყოფნას ასახელებს.
სტაჟიანი პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ სვლას პოლიტიკაში იძულებით წასვლად აფასებენ. ოპოზიციას ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ამბობენ, რომ მთავარი ტესტი პროდასავლური ორიენტაცია და ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორება იქნება.
სამოქალაქო სექტორში კი ამბობენ, რომ ხაზარაძე ივანიშვილისგან ახალ შეტევებს უნდა ელოდოს.
თუ ვინ იქნება, ხაზარაძის გუნდში, უცნობია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალი მოძრაობის კონკრეტულ გეგმებზე მამუკა ხაზარაძე მედიასთან პირადად ახლო მომავალში ილაპარაკებს.