25 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
ტექინსპექტირებაში სავარაუდო კორუფციული ნიშნებია-დავით მესხიშვილი რეგლამენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს

ტექინსპექტირებაში სავარაუდო კორუფციული ნიშნებია-ამის შესახებ განცხადება საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა გააკეთა. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება, რადგან არაეთგვაროვანი მიდგომის გამო ზარალდებიან ავტომფლობელები და ამ ბიზნესში ჩართული კომპანიებიც. მესხიშვილმა ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის 8 თვიანი მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად სპეციალურ ღონისძიებაზე შეაჯამა.

„რეგლამენტი, რომელიც დღეს არის იქ არის ცვლილებების შეტანა აუცილებელი იმისთვის, რომ ნულამდე  დავიდეს კორუფციის ნიშნები და ამავე დროს ეფექტური იყოს და ჩვენ მივაღწიოთ მთავარ შედეგებს. ეს კომპლექსური საკითხები თუ არ გადაიჭრა, ჩნდება კორუფციის რისკები. ის რომ ამ სფეროში არის ბევრი პრობლემა და ახლა ამ წუთას არ არის წინსვლა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას,“-განაცხადა დავით მესხიშვილმა. 

დღის ამბები