19 დეკემბერი 2024,   10:48
ვრცლად
აქ უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად - ხოშტარია გუგუტიანთკარში იმყოფება

„აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარია დღეს გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და მოუწოდა, რომ ისინი საოკუპაციო საზღვართან ჩავიდნენ და მოსახლეობას დაანახონ, რომ მათ გვერდში არიან.

„აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს და დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს ხოლმე ჩვენ პარლამენტის სავარძელში. დღეს არის გამოვლინება დიდი პრობლემის, არა მხოლოდ რუსეთის, ის ყოველთვის ასეთი იყო, არამედ ჩვენი ხელისუფლების ზოგადად, ოკუპაციის, რუსეთის მიმართ, აქტიურობის ნაკლებობა, რაც აუცილებელია დასავლეთში, რაც აქ უნდა ხდებოდეს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები