23 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
"ბავშვს ჭიანჭველები ესეოდა" - ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის პლანტაციაში იმშობიარა და ახალშობილი ადგილზე დატოვა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ თხილის პლანტაციში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელ ქალს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას საშვილოსნოდან სისხლდენით შემოიყვანა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, - ამბობს ექიმი. მელოგინე ქალბატონი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.

„კლინიკაში მოყვანისას ეჭვი იქნა მიტანილი, რომ ეს ქალი იყო მელოგინე ანუ ეს ქალბატონი იყო ახალნამშობიარები. როცა ექიმმა მცირე ოპერაცია ჩაატარა, სისხლდენა შეაჩერა, იმ წამსვე დაუსვა ქალბატონს შეკითხვა, რომ სად იყო ნაყოფი, ანუ ბავშვი, ქალმა ეს კატეგორიულად უარყო. ექიმმა გამოიძახა პოლიცია, პოლიცია გავიდა სოფელში და სახლის უკან, სადაც თხილი იყო გაშენებული, იპოვა ახალშობილი. რეანიმატოლოგები სამი საათის განმავლობაში ამ ბავშვს თავიდან არ მოცილებიან და მინდა გითხრათ, რომ ეს ბავშვი ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არანაირად არ ემუქრება“, - განაცხადა დავით მდინარაძემ.

დღის ამბები