24 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ცემეს - საქმეში სავარაუდოდ, სამართალდამცველები ფიგურირებენ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, იოსებ ქუმსიშვილი სცემეს. "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს. ფაქტები, როგორც შს სამინისტროში, ისე ღუდუშაურში დავაზუსტეთ. კლინიკაში ინფორმაცია დაადასტურეს.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ჩხუბი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა. ირკვევა, რომ ქუმსიშვილის ვაჟს და მის მეგობარს უთანხმოება დაცვის სამსახურთან მოუვიდა,ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები