23 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში საბჭოთა КГБ-ს ოფიცერი დაინიშნა.

დიმიტრი ლეჟავა ასევე არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი. ლეჟავას დანიშვნას უშიშროების სფეროში მომუშავე სპეციალისტები აპროტესტებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება მსგავს თანამდებობებზე ახალგაზრდა სამხედრო ოფიცრების დანიშვნა, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება.

„დიმიტრი ლეჟავა არის 1983-94 წლების უშიშროების ოფიცერი, ის იყო КГБ-ს ოფიცერი, ის სამხედრო არც არის და უცნაურია , КГБ-ს ოფიცერის დანიშვნა პრეზიდენტის მრჩევლად. ალბათ სახელმწიფო პოლიტიკაა ეგეთი,რომ ის ძველი კადრები,რომელიც დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა კავშირთან დააბრუნონ თანამდებობებზე,“-ამბობს ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი პაატა გიგაური.

”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ უსაფრთხოების სპეციალისტების მიმართულებით საქართველოში დასავლური განათლების მქონე კადრების სიმცირე არ არის.

მისი თქმით, ლეჟავას საბჭოთა უშიშროების სამსახურში მიღებული გამოცდილება უარყოფითი მოვლენაა.

„კითხვის ნიშნები არსებობს,როდესაც საბჭოთა უშიშროების სამსახურიდან მოგყავს მრჩეველი, რა დივიდენდები მოჰყვება ამ, მრჩეველს  პრეზიდენტისთვის, მით უფრო, რომ წესით ის უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში,“-ამბობს აქუბარდია.

დღის ამბები