24 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მიზეზად პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. 

„ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი.

„ეს ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი შეფასებით და ვამზადებთ სამოქალაქო სარჩელს, ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, ის მოგება,რომელიც უნდა მიეღო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს ეს მოგება მოხდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იქნა დარიგებული კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში.

არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან,რ ომ ბრძოლის რეჯიმში არიან ჩვენთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები,რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული და ჩვენი ამოცანაა, ეს გუნდი იყოს ერთიანი კრიტიკული,“-ამბობს სალია.

.

ამავე თემაზე
დღის ამბები