17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. "კურიერის" ინფორმაციით, მედიასთან ურთიერთობის ფორმატი იცვლება. მამუკა ბახტაძის მსგავსად, ახალი პრემიერი სხდომამდე ბრიფინგს აღარ გამართავს.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. საკომიტეტო მოსმენებისა და საპარლამენტო ფრაქციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა, 8 სექტემბერს დაამტკიცა. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები იყვნენ აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც შენობაში შესვლას უშედეგოდ ითხოვნდნენ.

გიორგი გახარიას წინააღმდეგ აქციები 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მისი გადადგომა იყო.

დღის ამბები