18 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
„დევნილების ღირსების ხმა“, „27 წელი ქუჩაში“ - მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს 

„დევნილების ღირსების ხმა“, „27 წელი ქუჩაში“ - ამ ლოზუნგებით მთავრობის სხდომის პარალელურად, დევნილების აქცია მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

საუბარია იმ პირებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს "დირსში“ შეიჭრნენ და ბინების მიღებას ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. მათ შენობა მოლაპარაკების საფუძველზე დაატოვებინეს. 

დირსში 100 ოჯახი იყო შესული და არა შეჭრილი, კარები იყო ღია. ეს იყო გამაფრთხილებელი შესვლა, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, საყოფაცხვოვრებოდ არ ვარგოდა, იქ იყო დაუმთავრებელი, ჩვეულებრივად ცივი კორპუსი. არაფერი არ იყო გაკეთებული. ხალხი არც ასულა ოთახებში, იყო ყველა ქვემოთ, სადარბაზოებში. დაგვპირდნენ, გამოგვიყვანეს, 10 მაისისთვის, კანონიერად ვისაც ეკუთვნის იმათთვის საყოფაცხოვრებო ფართები გადმოცემული, მაგრამ სექტემბერია და დღემდე დაპირების მეტი არ მიგვიღია არაფერი. თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი კანონიერი მოთხოვნები, ჩვენ არ გავჩერდებით“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ბესო შენგელია. 

„დღეს გავრილოვის გახარიას მთავრობა პირველ სხდომას ატარებს, რომელზეც გუშინ ღამის 10 საათზე  დღის წესრიგიც არ ჰქონდათ. ეტყობა უთხრა მამა მარჩენალმა, რომ დღეს უნდა შეკრებილიყვნენ და დილით სამუშაო მაგიდაზე დაახვედრა დღის წესრიგი, რაზე უნდა ელაპარაკათ. დღეს აქ არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა, კიდევ ერთხელ დევნილებად აქცია.  ეს ადამიანები ითხოვენ თავშესაფარს, რომლებიც 27 წელია არ მიუღიათ, ეს ადამიანები ითხოვენ სახელმწიფოს მიერ ყურადღებას. ზუსტად ახალი ჯანდაცვისა და დევნილთა მინისტრი იყო, ვინც პირდებოდა ამ ადამიანებს, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, მოგვარდებოდა მათი პრობლემები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს საკუთარი მოსახლეობა“ -  განაცხადა ბესო შენგელიამ.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები