17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხურვალეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა პაპა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საოკუპაციო ხაზთან დელეგაციასთან ერთად მივიდა. 

ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ მან მედიისთვის კომენტარიც გააკეთა, სადაც თქვა, რომ ეს ყველაფერი არის სიბოროტე ხალხის მიმართ. მედლინ მუნმა დააანონსა ოქტომბერში ლონდონის შეხვედრა, სადაც გეგმავს არა მხოლოდ ანგარიშის წარდგენას არამედ სხვა ქმედით ნაბიჯებსაც პრობლემის მოსაგვარებლად. 

"საოკუპაციო ხაზთან მოვედი, რათა ვნახო რა არის აქ ყოველდღიური პრობლემა. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახოთ. ჩვენი საქმე დაკვირვება და შეკითხვების დასმაა. შემდეგი შეხვედრა იქნება ლონდონში, ოქტომბერში და გპირდებით ჩვენ უბრალოდ ანგარიშს არ მოვამზადებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია. აქ სიბოროტეს აქვს ადგილი, რომელიც ერთი მთავრობის მხრიდან მეორეს მიმართ კი არაა მიმართული, არამედ უბრალო ხალხის მიმართვაა." - განაცხადა მედლინ მუნმა.

ხურვალეთიდან მუნი დედაქალაქში, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

დღის ამბები