19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით 20-მდე საჯარო სკოლაში სწავლა 16 სექტემბერს არ დაიწყება
საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში, სადაც სარემონტო სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო, სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება.
 
მოსწავლეების მშობლებს სკოლის ადმინისტრაციები ინდივიდუალურად გააფრთხილებენ.
 
გთავაზობთ, განათლების სამინისტროს მიერ გამოქვენებულ სკოლების ჩამონათვალს:
 

1. თბილისის #122 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

2.თბილისის #130 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

3. თბილისის #45 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

4. თბილისის #60 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

5. თბილისი #149 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

6. თბილისის #177 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

7. თბილისის #191 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

8. თბილისის #208 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

9. თბილისის #23 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

10. თბილისის #150 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

11. ტყიბულის, სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

12. ტყიბულის, სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

13. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხალას საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

14. გორის #4 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

15. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

16. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს

17. ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

18. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

19. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა – სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს

დღის ამბები