19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
რუსთაველზე 21 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს

რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ახალგაზრდას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის პირი დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები