23 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თენგიზ კიტოვანს, უცნობმა პირებმა 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს.

თენგიზ კიტოვანს, რომელიც სავარაუდოდ მოსკოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, რამდენიმე უცნობი პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

დღის ამბები