15 მაისი 2024,   23:07
ვრცლად
ცდილობენ ოკუპაციის ფასი ქართველ ხალხს გადაახდევინონ - გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ევროპული საქართველოს" ინიციატივას ეხმაურება. გია ვოლსიმ  მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ინიციატივას ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი უწოდა. 

"ევროპული საქართველოს" ინიციატივა ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას გულისხმობს. პროექტში, ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც შედის. პროექტი დღეს პარლამენტში უნდა განიხილონ.

გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული დადგენილება საფრთხეს უქმნის ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე და "ევროპული საქართველო" ცდილობს ოკუპაციის ფასი ქართველ ხალხს გადაახდევინოს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული რეზოლუციის მხარდაჭერას დღეს პარლამენტში არ აპირებენ.  

დღის ამბები