19 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "სამგორის" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა  

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“  - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

ექიმების ცნობით, მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები