18 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
"ვაპროტესტებთ უკანონობას" - აქცია იუსტიციის სახლთან

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობა ამ დრომდე არ გაცემულა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები იუსტიციის სახლს უკანონობაში ადანაშაულებენ. შესაბამისი დოკუმენტების მიღების სურვილით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა იუსტიციის სახლს არაერთხელ მიმართეს. დაპირების მიუხედავად კი დაბადების მოწმობის გაცემაზე უწყება ამ დრომდე უარს ამბობს. შეკრებილებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა თეა წულუკიანი მათ არ შეხვდა. 

"ვაპროტესტებთ იმას, რომ ბავშვები, რომლებიც ივლისის ბოლოს და აგვისტოში დაიბადნენ, ჯერ კიდევ არ აქვთ დაბადების მოწმობა აღებული. ვაპროტესტებთ უკანონობას იმიტომ,რომ მინისტრი და იუსტიციის სახლი არ ემორჩილებიან არსებულ კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კვირას მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, მაინც არ არის აღსრულებული და სამწუხაროდ, პასუხის გამცემიც არავინ არ არის. აი, თქვენ რომ დარეკოთ და იკითხოთ, რატომ ხდება ეს, ნახავთ რომ პასუხი არ ექნებათ. მქონდა თეა წულუკიანთან შეხვედრა, თუმცა, მე არ შემხვდა, თუმცა, სასწრაფო წესით შაბათს შეხვდა ოცნების დეპუტატ გოცირიძეს, რომლის მფლობელობაშიც არის ჩაჩავას კლინიკა და ორშაბათს ჩაჩავას კლინიკის ყველა პაციენტმა აიღო დაბადების მოწმობა უპრობლემოდ’’, - განაცხადა სუროგაციის ცენტრ ”NEW LIFE-ის" დამფუძნებელმა. 

დღის ამბები