19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულს შეწყალებაზე უარი გიორგი მარგველაშვილმა უთხრა. ასლან ბეჟანიძის ადვოკატის თქმით, დაკავებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ მაშინ მიმართეს, როცა პირველი პირის სავარძელს მარგველაშვილი იკავებდა.

"რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ უდანაშაულო პირი, რომელიც იმყოფებოდა  უკანონოდ, სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულიად გათავისუფლდა. მივმართეთ როგორც  ამ პრეზიდენტს, ასევე წინა პრეზიდენტსაც. მარგველაშვილისგან უარი არ მიგვიღია, ეს არასწორი ინფორმაცია არის. დაემთხვა ისე, რომ იყო არჩევნები და შესაბამისად, შეწყალება არ მომხდარა. მაშინ უზენაეს სასამართლოში იყო ქალბატონი ნინო გვენეტაძე, რომელიც მათ შორისვე ცნობილი იყო როგორც წარსულში, ასევე მოქმედი სასამართლო სისტემის მდგომარეობაში და გარემოებებში, რომ მასზე ხდებოდა გარკვეული ზეგავლენა საქართველოს პროკურატურის და ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს იურისტი ირაკლი ჩომახაშვილი

დღის ამბები