14 ოქტომბერი 2019,   13:26
ვრცლად
მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  ამჯერად კვლევა პოლიტიკური ნაწილისგან შედგება, რომელშიც მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.

მკვლევარების კითხვაზე, კითხვაზე თუ “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“?

მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

მოქალაქეების აზრი, შემდეგნაირად გადანაწილდა:

19% - მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”.

9% - ოპოზიციურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”

4-4% პროცენტი “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59%-ი წავიდოდა ხმის მისაცემად, თუმცა, მოსახლეობის 57%-ს ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის შემოხაზავდა.

დღის ამბები