17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორგანული კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"გაოგნებული ვარ, ამ წამს მომწერეს, რომ დღეს თურმე 15 საათზე საბჭოს სხდომა ჩაინიშნა.
3 საათით ადრე შეტყობინება რას ნიშნავს არ ვიცი"-წერს ჯანეზაშვილი.

არამოსამართლე წევრის  განმარტებით, ორგანული კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე ინფორმაცია არანაკლებ 7 დღით ადრე ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.


დღის ამბები