17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"რუსეთის მიზანი ფაქტისა და გამონაგონის ერთმანეთში არევაა"- PEN ამერიკის პრეზიდენტი თომას მელია

"დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, " -  თბილისში  ამ სახელწოდებით  სიმპოზიუმი მიმდინარეობს.  ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ესწრებიან.

PEN ამერიკის პრეზიდენტი  აღნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გამოწვევაა. მელიას თქმით, რუსეთის მიზანი ფაქტისა და გამონაგონის ერთმანეთში არევაა და სიმპოზიუმის მიზანი სწორედ ამ საკითხის განხილვაა.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გიგაური აღნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას.

დღის ამბები