17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"ეს ყველაფერი შვებულებაში, მედიის საშუალებით გავიგე"- დიმიტრი გაბუნიას სკანდალურ შეწყალებაზე კითხვის ნიშნები აქვს

პრეზიდენტის შეწყალების სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დიმიტრი გაბუნია ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც დიმიტრი გაბუნია აცხადებს, შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია შვებულებაში ყოფნის დროს, მედიის საშუალებით, შეიტყო.   

გაბუნია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას კითხვის ნიშნებს უჩენს, თუმცა ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. 

"9 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვიყავი შვებულებაში და ეს ყველაფერი მედიის საშუალებით გავიგე.  ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. რატომ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო. პასუხი, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაში შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა. მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ," - ამბობს დიმიტრი გაბუნია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები