17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
მორიგი სადავო შეწყალება - გიორგი მშვენიერაძე პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

„აქ პასუხი არსებობს მხოლოდ პოლიტიკური,“ - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ  მორიგ სადავო შეწყალებას.

საუბარია მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 25 წლის პირზე, რომელიც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. აღნიშნული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ნებისმიერი პირის შეწყალების კომპეტენცია გააჩნია. თუმცა, მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს შეიწყალებს, ეს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ზრდის.

 „მთავარი აქ ის არის, რომ პრეზიდენტს აქვს კომპეტენცია შეიწყალოს ნებისმიერი პირი და თუკი ის თვლის, რომ მისი მიზანი უნდა იყოს იმ პირების შეწყალება, რომლების მსჯავრდებული არიან განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებში, მათ შორის ნარკოტიკების რეალიზაციაში, ეს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ზრდის. ამიტომ, ამაზე პასუხი არ შეიძლება იყოს გამოძიება, ამაზე არ შეიძლება პასუხი იყოს სამართალწარმოების დაწყება. აქ პასუხი არსებობს მხოლოდ პოლიტიკური,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები