17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაცია  "რუსთავი 2-ს" "ნიუ ჰოსპიტალში" დაუდასტურეს. მარკეტინგის სამსახურის  ხელმძღვანელის განცხადებით, გოგონას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

დღის ამბები