17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
დარღვევები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში - ოპოზიცია ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

დარღვევები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში - სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა გამოაქვეყნა,  სადაც საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრისა და ზენითის შიდა სასოფლო გზაზე, სადაც ერთსა და იმავე გზაზე თანხა ორჯერ დაიხარჯა.

ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარეს აჭარაში საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის და მოქმედი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის, უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს. ოპოზიციის თქმით, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს​ საავტომობილო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რაულ ბერიძეს და დეპარტამენტის კიდევ ერთ ყოფილ ხელმძღვანელს, მოქმედი უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი რომანაძეს. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ამ ადამიანებს თუ უფლებამოსილებას არ შეუჩერებენ, ისინი გავლენას მოახდენენ გამოძიებაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე რაულ ბერიძე დასასვენებლად ბარსელონაში იმყოფება, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.

დღის ამბები