17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
თარაშ მუკბანიანის მკვლელობის ახალი დეტალები - დევაძის ადვოკატი ვიდეომასალას ასაჯაროებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ მკვლელობის მომენტის ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ადვოკატის მტკიცებით, ვიდეოში ჩანს, რომ მომხდარი არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა იყო.

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტმა ფსიქოლოგმა  შემთხვევის ადგილზე მყოფთა მოქმედებები შეისწავლა, რის შედეგადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედებები შეფასდა როგორც დინჯი და  გაწონასწორებული, რომელიც სიტუაციის განმუხტვისკენ იყო მიმართული, ხოლო გარდაცვლილ თარაშ მუკბანიანის მოქმედება აგრესიულად შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევიძე. ის ბათუმში პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები