17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
უსუფაშვილი ხელისუფლებას არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს

დავით უსუფაშვილის შეფასებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო, განცხადებას პარლამენტის ყოფილი სპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა... ეს იმიტომ, რომ სნეულების წყარო მოსამართლეების დამნიშნავ ერთმმართველობაშია, რომელიც თვით თემიდასაც კი მორჩილების ვირუსით დააინფიცირებდა, თვალებს ლიდერისკენ მიაპყრობინებდა და მახვილს მისი მზერის მიმართულებით მოაქნევინებდა.

გამოსავალი ერთია. მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო. ეს სასამართლო იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანციაც და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მხარს დავუჭერდი ასეთ მოდელს, მაგრამ, ვაღიარებ, სხვა გზას ვეღარ ვხედავ..." -  წერს სოციალურ ქსელში "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე.

 

 

დღის ამბები