17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
20 ივნისის აქციის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება

ამ წუთებში, 20 ივნისის აქციის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე 7 პირის საქმეზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოუსმენენ.

ბრალდებულთა ადვოკატ  ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პარლამენტში შესვლისა თუ ძალადობის განზრახვა არ ჰქონიათ. ადვოკატი საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ მოწმის სახით დაკითხულთა უმრავლესობა პოლიციელია.

20 ივნისის საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა მიიჩნევს, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეომასალა სწორედ  ბრალდებულთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებზე მიუთითებს. 

“ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ბრალდებულებს “ივანიშვილისა და გახარიას მძევლებს“ უწოდებს. ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა უბრალო მოქალაქეებს დააკისროს.

დღის ამბები