17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
გლდანის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა - ადვოკატი მიზეზად ბადრაგთან კონფლიქტს ასახელებს

გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა. ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პატიმარს კონფლიქტი ბადრაგთან ჰქონდა და თვითდაზიანება სწორედ ამის გამო მიიყენა.

ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

"ინციდენტის შემდეგ გაყვანილია კამერიდან და კამერიდან თვითონ სხვა პატიმრები დაგვიკავშირდნენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი კონფლიქტი ჰქონდა ბადრაგთან. ბადრაგი მას ექცეოდა ცინიკურად და უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი. პატიმრებმა მოგვმართეს, რომ არის საგანგაშო მდგომარეობა და გთხოვთ მოახდინეთ რეაგირებაო. სახალხო დამცველს უკვე მივმართეთ, რომ მოხდეს მისი საქმის სასწრაფოდ შესწავლა" - აღნიშნა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში "კურიერს" პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტი დაუდასტურეს.  

 

დღის ამბები