17 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები - მოსამართლემ ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა  

მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველი, გიორგი გახარიას, ნათია მეზვრიშვილის, ანზორ ჩუბინიძის, ნინო ჯავახაძის და კახა საბანაძის სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა. როგორც მოსამართლემ განმარტა, დაცვის მხარემ საკმარისი არგუმენტები არ წარმოადგინა.

პროკურორები ამბობენ, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში დასახელებული პირები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები არ არიან. 

გადაწყვეტილებას სხდომაზე პროტესტი მოყვა და დამსწრეთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. 

უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ეს პირები მიმდინარე საქმეში მთავარი ფიგურანტები არიან. ადვოკატების თქმით, თვითონ გიორგი გახარია ამბობს, რომ ის პასუხისმგებელია 20-21 ივნისის მიმდინარე მოვლენებზე და ის პროკურატურაშიც იმყოფებოდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მათ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, რათა ეს პირები სასამართლოს წინაშე გამოცხადებულიყნენ. 

 

დღის ამბები