17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
გიორგი ოთხმეზური პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალური პროკურატურა ე.წ. შეწყალების საქმეზე გიორგი ოთხმეზურს გამოკითხავს, "კურიერს" ინფორმაცია საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს. ოთხმეზური უწყებაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

გენერალური პროკურატურა ოთხმეზურს, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე დაუსვამს კითხვებს.

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოკლულის, სოსო ქოიავას მამა თამაზ ქოიავა, რომლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც ასევე პრეზიდენტმა შეიწყალა.

 

დღის ამბები