17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეებმა ქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

ტყიბულში მეშახტეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცულები ქალაქის ქუჩებში ფეხით გადაადგილდებიან და მოსახლეობას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მოქალაქეებს ხვალინდელი აქციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ. 

მეშახტეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი არ შეწყდება. ისინი კუთვნილ ხელფასებს და სამომავლო გეგმის გაცნობას მოითხოვენ.

გაფიცულები მეშახტეების მემორიალთან მივლენ და გარდაცვლილ მეშახტეებს პატივს მიაგებენ. ამ დრომდე შახტში რჩება 30-მდე მეშახტე. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შახტიდან ამოსვლას არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.  გაფიცულების განცხადებით, ადმინისტრაცია მათ დამატებით დროს სთხოვს, რაც მათთვის მიუღებელია.

დღის ამბები