17 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობას პარლამენტი კომიტეტებში იწყებს. ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯები 223 მილიონი ლარით  იზრდება, რაც 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლებიც.

ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოსახლეობაზე კვლავ არავინ ფიქრობს, თანხები კი არამიზნობრივად იფლანგება. პარლამენტის უმრავლესობის წევრები კი ცვლილებებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.

"ჩვენ წელს გაცილებით ადრე გავაკეთეთ  იდენტიფიცირება იმ რისკების, რომელიც შესაძლო იყო კონკრეტულ პროექტებთან  დაკავშირებით  წარმოშობილიყო  და ათვისება ვერ ყოფილიყო მაღალი, ამიტომ თავიდანვე დავიწყეთ იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მომდევნო წლებში იყო გათვალისწინებული და რომელთა გადმოტანაც შესაძლებლი იყო მიმდინარე წელს,  სწორედ ამიტომ  ჩვენ გარკვეული პროექტები გადაგვაქვს მომდევნო წლებში," - აცხადებს ’’კურიერთან’’ საუბრის დროს ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.’

‘’ეს არის  სხვადასხვა პროცესებისგან გამომდინარე ცვლილებები, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკონომიკურ პოლიტიკაზე არ ახდენს გავლენას.  არის იქ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცვლილებები,  რომელიც მთლიანობაში არ ცვლის მათ დაფინანსებას. ეს არ არის ისეთი ცვლილებები, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას იმსახურებდეს’’,- ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

"მე მჯერა, რომ ხელისუფლება დარჩენილი სამი თვის განმავლობაში მიწერების და კორუფციის გარეშე შეძლებს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაპროექტებას, შემდეგ ტენდერების გამოცხადებას და კიდევ უარესი შემდეგ მოსწრებას. ბუნებრივია, რომ იქნება მხოლოდ გაწერები, რაც გამოიწვევს ლარის მასის დამატებით ზეწოლას ავტომატურად ეს ნიშნავს ლარის უფრო გაუფასურებას," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ‘’ევროპული საქართველო-რეგიონების’’ წევრი აკაკი ბობოხიძე.

 

დღის ამბები