17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
2 წლის წინ გაკეთებული გზის ხელახლა რეკონსტრუქციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორმილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორმილიონიანი ტენდერი 2 წლის წინ გაკეთებული გზის ხელახლა რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა. პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამწლიანი გარანტია, თუმცა უწყებამ 2 წელიწადში ახალი, შედარებით ძვირადღირებული ტენდერი გამოაცხადა.

აუდიტის დასკვნით, მეორე რეკონსტრუქციაში გადახდილი 1.9 მილიონი ლარიდან მხოლოდ 1 მილიონის სამუშაო შესრულდა. მონაცემები ფლანგვის დეტექტორმა მოიპოვა და გაასაჯაროვა. ორგანიზაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ გზის ხელახალი რეაბილიტაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბიძინა ივანიშვილის ხეების კომფორტული ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.

"ფლანგვა არის, როცა ორმილიონიანი ტენდერიდან კომპანია ასრულებს მხოლოდ მილიონ 50 ათასიანი ფაქტობრივ სამუშაოებს. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების ბრალეულობა, რომელმაც გადაიხადა მილიონობით ლარი ერთი და იგივე გზის რეკონსტრუქციაში მაშინ, როცა ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა, საგარანტიო ვადაც კი არ იყო გასული და თუ რაიმე პრობლემა იყო ამ გზაზე შექმნილი, კომპანიას უნდა გამოესწორებინა ეს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, აქ ბიძინა ივანიშვილის ხეები იყო გასავლელი და ეს პრობლემა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია," - განაცხადა "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარმა დავით მჟავანაძემ.

დღის ამბები