17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
"ურჩიოს პიარ-სამსახურმა, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს, ან სისულელე არ ილაპარაკოს" - ბესელია ცქიტიშვილზე

უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია  "ქართული ოცნების" პიარ-სამსახურს ურჩევს, რომ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს არასერიოზული განცხადებების გაკეთება დაუშალონ. ეს განცხადება ბესელიამ მაია ცქიტიშვილის ნათქვამთან დაკავშირებით გააკეთა. უმრავლესობის წევრების პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას ცქიტიშვილმა აბსურდული ბრალდება უწოდა.

"ჭაობში არ შეიძლება იყოს მთელი ეს მმართველი ელიტა და ვერ ხედავდეს იმ პრობლემებს, რაც არის. ყველაზე მეტად ამ მკვახე განცხადებებით გამოირჩევიან ადამიანები, ვინც ბრმად არიან ყველა დავალების შემსრულებლები...  პრემიერმა დასდოს პატივი მის მოადგილე ვიცე-პრემიერს, უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდოს და უთხრას, რომ უხერხულია, როცა გამოდის ვიცე-პრემიერი, მინისტრი ქალი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკოს, მისი სამინისტრო რას აკეთებს, არაკომპეტენტურ კომენტარებს აკეთებს, თავი დაანებოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას, იქნებ ვინმემ ურჩიოს, ამ დიდმა პიარ-სამსახურმა, რომელიც ჰყავს "ქართულ ოცნებას", რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და არ მინდა არაკორექტული რამე წამომცდეს, მაგრამ სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ამ თემით იღლება, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ქალბატონო მაია, არაა ეს საქმე გახსნილი, შედით პრემიერის ოთახში და ჰკითხეთ, გახსენით ეს საქმეო, გეტყვით რომ ვერ გახსნეს, არ გახსნეს, არ ვიცი რომელი დაემართათ. ვინმემ უთხრას, იმიტომ რომ მუდმივად იმეორებს,  რომ ეს საქმე გაიხსნა და პასუხისგებაში მისცეს. პასუხისგებაში მისცეს შერჩევით რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც არ არის არც პირველწყარო და არც  მეორე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები