17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
"კლანი სასამართლოს უნდა ჩამოშორდეს" - კახა წიქარიშვილი

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ეხმაურება.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ კლანი სასამართლოს უნდა ჩამოშორდეს.

"პარლამენტმა უნდა აღიაროს სასამართლოში კლანის არსებობა. ჩვენი მოთხოვნა რა არის? ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ვიცოდეთ სიმართლე სასამართლოს შესახებ. გაგიგიათ ასეთი რამე, რომ სასამართლო სიმართლეს მალავდეს? გულწრფელი დიალოგი როგორ შედგება საზოგადოებასა და სასამართლოს შორის? აი ეს არის საინტერესო. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ პარლამენტმა უნდა განიხილოს რეზოლუცია, აღიაროს სასამართლოში კლანის არსებობა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა პრობლემას," - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

დღის ამბები