17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ოზურგეთში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ოზურგეთში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო. განხილვას ხელისუფლება, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებიან. პროექტი გულისხმობს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

განსახილველად გამოტანილია ცვლილების ორი პროექტი. ერთი ინიცირებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ, მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა. 

"დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ გავითვალისწინეთ საზოგადოების დაკვეთა. როგორც მისცემენ მოქალაქეები პარტიებს ხმას, იმ რაოდენობის მანდატები ექნებათ. პირველად მოხდა ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მიიღო ასეთი დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ შეცვალოს საარჩევნო სისტემა. ჩვენ გთავაზობთ პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ არჩევნები,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები