19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
მედიაში 4 თვის არჩი უინძორის ახალი ფოტოები გავრცელდა

მედიაში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის  არჩი უინძორის ახალი ფოტოები გავრცელდა.  სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ აფრიკული ტურნეს დროს გადაღებული  ფოტოები ინსტაგრამზეც გამოაქვეყნეს. პატარა არჩი მშობლებთან ერთად სამხრეთ-აფრიკელ სასულიერო მოღვაწე დესმონდ ტუტუს შეხვდა.

"მადლობა არქიეპისკოპოსო ტუტუ, თქვენი წარმოუდგენლად თბილი სტუმართმოყვარეობისთვის, არჩის თქვენთან შეხვედრა ძალიან მოეწონა,"- ასეთი მიმართვა ახლავს  სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს.

დღის ამბები