17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ლარის გაუფასურება - ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად ეროვნული ბანკი $40 მლნ-ის გაყიდვას აპირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვას აპირებს. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის და ეროვნული ბანკი  ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს თანმიმდევრულად გამოიყენებს:

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.“- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები