18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
სკანდალური შეწყალებების საქმე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა 11 საათიდან დაიწყება

სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

დიმიტრი გაბუნიასა და ანგი ხუციშვილის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელს: დავით კაშიას, ნინო კალანდაძეს, ნინო შარაშიძეს, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილსა და ზინაიდა ვერულაშვილს იბარებენ. გამოკითხვის პროცესი 11 საათიდან უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, გამოძიება ამ ხმაურიან თემაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე მიმდინარეობს.

დღის ამბები