17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მას კითხვები დაუსვეს უმრავლესობის წევრებმა. ნინო გოგუაძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა ვასაძე იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს.

როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებული პრობლემის გამოყოფა უჭირს, თუმცა განაცხადა, რომ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიები უნდა მიეცეთ. 

„რაღაც განსაკუთრებული პრობლემის გამოყოფა მიჭირს, თუმცა გარკვეული დიფერენცირება შეიძლება პერიოდების მიხედვით და უკვე სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა, მათ შორის, უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა უფრო მეტი გარანტიები უნდა მისცენ მოსამართლეებს, სასამართლო კორპუსს, რომ უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ,“ - ამბობს მამუკა ვასაძე.  

მამუკა ვასაძეს კითხვით მიმართა პარლამენტის ფრაქციის ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც დაინტერესდა, მისი აზრით, როგორი უნდა იყოს მოსამართლე.

„სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერი გადაწყვეტილებისკენ?“- მიმართა გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ვასაძეს.  

აღნიშნულ კითვაზე ვასაძემ განაცხადა, რომ თავად კანონი უნდა იყოს სამართლიანი. 

„ყველა გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აკმაყოფილებდეს სამივე კრიტერიუმს.... უსამართლო კანონები სამართლიანობას ვერ მოგვცემს. კანონი უნდა იყოს სამართლიანი,“ - ამბობს მამუკა ვასაძე.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე 

 

 

 

დღის ამბები