17 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ხელისუფლების მთავარი მიზანი დეოკუპაციისთვის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებაა - წულუკიანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე

იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას, - განაცხადა  წულუკიანმა გაეროს ფორმატში ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის კომენტირებისას.  

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს და სხვა ამ ტიპის შეხვედრები  ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას,  იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ ქვეყანაში არის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნებისათვის და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები