17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"ფრენები არა გაუქმებული, არამედ შეჩერებულია" - კრემლი ავიამიმოსვლის აღდგენაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა

ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ კრემლი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას მიუთითა, რომ ავიამიმოსვლა მხოლოდ შეჩერდა და არ გაუქმებულა. 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თავის დროზე ავიამიმოსვლის აღსადგენად აუცილებელი და შესაფერისი პირობები შეიქმნება,"- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. 

დღის ამბები