17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე ამ ვითარებას არაფერი ეშველება - გიგა ბოკერია ეროვნული ვალუტის შესახებ  

"ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე ამ ვითარებას პრინციპულად არაფერი არ ეშველება,"  - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ეროვნული ვალუტის ვარდნას. ბოკერია ლარის გაუფასურებას ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

„უაზრო და მავნებლური რეგულაციების ზრდის, ბიუროკრატიის ზრდის, სადაც ისინი საკუთარ და პირად ნეპოტებს ასაქმებენ, ამ ყველაფრის, სრული აბსურდის, რასაც ჰქვია ე.წ. საბანკო რეგულაციები, რითაც ვითომ უფრთხილდებიან ხალხს, ოღონდ, სინამდვილეში განკარგავენ ჩვენს ცხოვრებას ჩვენს ნაცვლად და ჩვენი კეთილდღეობის საზიანოდ. ამ ე.წ. დედოლარიზაციის, ყველაფერ ამის შედეგი არის და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე ამ ვითარებას პრინციპულად არაფერი არ ეშველება. მრავალი მეთოდების მიუხედავად, ევროპული საქართველოსი და ყველა სხვისი, გადასახადების დაწევას ეს ხალხი არ აპირებს. იმიტომ, რომ ეს ფული უნდათ თავისთვის, უნდათ არჩევნებისთვის, უნდათ საკუთარი კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

 

დღის ამბები